პარტია „ევროპულმა საქართველომ” რუსთავში მერობის კანდიდატი წარადგინა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე რუსთავის მერობის კანდიდატი ნინო იმედაშვილი იქნება, რომელიც ოფისში შეკრებილ „ევროპული საქართველოს" წევრებსა და მხარდამჭერებს პარტიის ლიდერებმა გიგი უგულავამ და გიგა ბოკერიამ წარუდგინეს.