"ევროპულმა საქართველომ" ანტიკორუფციული ქსელის პრეზენტაცია გამართა და პარტიის ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელად გიორგი ნონიაშვილი დაასახელა.როგორც პარტიაში აცხადებენ, ანტიკორუფციული ქსელი მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოქმედდება.
ნონიაშვილი პარტიის თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ წარადგინა და განაცხადა, რომ ანტიკორუფციული ქსელის მუშაობის მთავარი მექანიზმები იქნება აქტიური მოქალაქეების პოვნა, რომლებიც ინფორმაციას ადგილზე მოიპოვებენ და ასევე, მობილიზებას გაუკეთებენ აქტიურ მოქალაქეებს, რომლებიც “პოლიტიკურ პრობლემას” უქმნიან ნებისმიერ რეჟიმს.
გიორგი ნონიაშვილის განცხადებით კი, კორუფცია დღევანდელი ხელისუფლების ყველა დონეზე ძვალ-რბილშია გამჯდარი და ანტიკორუფციული ქსელის მიზანი ამ კორუფციაზე ყოველდღიური საუბარი იქნება.