"ევროპული საქართველოს" ახალგაზრდულმა გუნდმა მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია-პერფორმანსი გამართა. ლოზუნგით "ნუ დაემსგავსები ბიძინა ივანიშვილს და ბრეჟნევს - იყავი თავისუფალი", - ახალგაზრდული გუნდის წევრებმა მეტროსთან 4 აპრილს ოპოზიციის აქციასთან დაკავშირებით მოქალაქეებს მოსაწვევები დაურიგეს. ცნობისთვის, 4 აპრილს ოპოზიციური პარტიები თბილისში მასშტაბურ საპროტესტო აქციას გამართავენ.