"ევროპულმა საქართველომ" საზოგადოებას კრიზისის მოგვარების 10 პუნქტიანი გეგმა წარუდგინა. სპეციალურ ბრიფინგზე პარტიის ლიდერებმა აქცენტი ვადამდელ არჩევნებზე და რაც შეიძლება მეტი ადამიანის მობილიზებაზე გააკეთეს.
გიგა ბოკერიას განცხადებით, ოპოზიცია ერთი მიზნის გარშემო უნდა გაერთიანდეს, თუმცა მისივე თქმით, ზოგიერთი პარტია ისეთ დაპირებებს გასცემს, რაც ხალხში იმედგაცრუებას და ნიჰილიზმს იწვევს.