"ევროპული საქართველოს“ გურიის მაჟორიტარობის კანდიდატი ხათუნა გოგორიშვილი ჩოხატაურის ადგილობრივ ხელისუფლებას ნეპოტიზმში ამხელს.
დღეს გამართულ ბრიფინგზე ხათუნა გოგორიშვილმა მედიას გააცნო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ გაფორმებული ხელშეკრულება ერთ-ერთ ორგანიზაციასთან - „ინტეგრირებულ საქმიანობათა დღის ცენტრი ჩოხატაურში“, რომელსაც, როგორც გოგორიშვილი ამბობს, „თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ „ცოლების საქმიანობის დღის ცენტრი ჩოხატაურში“.
როგორც მან აღნიშნა, პროგრამა მიზნად ისახავს სოციალურად დაუცველთა და უმწეოთა რიცხვის შემცირებას და ცხოვრების ხარისხის ამაღლებას, თუმცა, პროგრამის განხორციელებისთვის ჩარიცხული 96 500 ლარიდან მხოლოდ 9 000 ლარი მოხმარდა სხვადასხვა პროგრამას.