„ევროპულმა საქართველომ“ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის წინ პირველი რესპუბლიკის ამსახველი ფოტო-გამოფენა მოაწყო. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების რეპრესირებული და დახვრეტილი დეპუტატების სურათები.
1921 წლის მარტში დამფუძნებელი კრების 139 დეპუტატიდან, ემიგრაციაში 31 წავიდა, საიდანაც საბჭოთა რუსეთმა ორი მოკლა. ქვეყანაში დარჩენილი 108 დეპუტატიდან კომუნისტურმა რეჟიმმა 51 სიკვდილით დასაჯა, 42 სხვადასხვა დროს იყო რეპრესირებული.
გარდა ამისა, პარტია ინიციატივით გამოდის, რომ მოსწავლე ახალგაზრდოვის სააქტო დარბაზს, რომელიც პირველი რესპუბლიკის დროს სხდომათა დარბაზი იყო რეაბილიტაცია ჩაუტადეს და პარლამენტის საზეიმო სხდომები ამ დარბაზში ჩატარდეს.