"ევროპულმა საქართველომ" და "თავისუფალმა დემოკრატებმა" საკონსტიტუციო კომისია დატოვეს, - ამის შესახებ განცხადება ირაკლი აბესაძემ და შალვა შავგულიძემ პარლამენტში გამართულ პრეკონფერენციაზე გააკეთეს.მათი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტით შემოთავაზებულია არასამართლიანი საარჩევნო სისტემა და პრეზიდენტის ინსტიტუტის უფლებამოსილების შეზღუდვა, პროექტში გათვალისწინებულია მხოლოდ "ქართული ოცნების" პოზიციები და უგულებელყოფილია ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის განსხვავებული პოზიციები. მათივე განმარტებით, აღნიშნულიდან გამომდინარე, "თავისუფალი დემოკრატები" და "ევროპული საქართველო" მონაწილეობას არ მიიღებენ პროექტის კენჭისყრაში, რომელიც შაბათს გაიმართება.