ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომას მმართველი გუნდი არ დაესწრება.ამის მიზეზი გუშინდელი ხმაურიანი სხდომაა, რა დროსაც ქართული ოცნება ევროპულ საქართველოსთან საბოლოო დასკვნაზე ვერ შეთანხმდა.ხმაურიანი განხილვის დროს მმართველი გუნდი ევროპულ საქართველოს სთხოვდა საბოლოო დოკუმენტის წარმოდგენას, რომელშიც ცვლილებებს აღარ შეიტანდნენ. ოპოზიცია კი ქართულ ოცნებას დოკუმენტზე ერთობლივ მუშაობას სთავაზობდა. მმართველი გუნდის წევრი, მამუკა მდინარაძე, ამბობს, რომ ქართული ოცნება კომისიის მუშაობაში ჩაერთვება ორშაბათიდან. მანამდე კი ევროპული საქართველოს დასკვნასთან დაკავშირებით, შენიშვნებს მოამზადებს.