კორონავირუსის პანდემიის გამო ლუქს კლასის პროდუქციის ევროპულმა კომპანიებმა მიმდინარე წლის 6 თვეში 22 მილიარდ 140 მილიონი დოლარით იზარალეს. ამის შესახებ DowJones-ი 14 კომპანიის მონაცემზე დაყრდნობით წერს.
ამასთან, მათი განცხადებით, მიუხედავად ზაფხულში სიტუაციის მცირედით გამოსწორებისა, სექტორი ნაკლებ სავარაუდოა, რომ მიმდინარე წელს კრიზისამდელ დონეს დაუბრუნდება.
მონაცემების თანახმად, ფრანგულმა LVMH Moet Hennessy Louis Vuitton წლის პირველ ნახევარში 7 მილიარდ 790 მილიონი დოლარის შემოსავალი დაკარგა. Kering-ს შემოსავლებმა კი 2 მილიარდ 650 მილიონით იკლო, ამ ჯგუფში შედის ისეთი ბრენდები როგორიცაა Gucci, Saint Laurent, Balenciaga და Bottega Veneta. შვეიცარულმა Compagnie Financiere Richemont-მა კი, რომელიც ფლობს ბრენდებს Buccellati-ს და Cartier-ს, პირველ 6 თვეში 2 მილიარდ 620 მილიონი დოლარის შემოსავალი ვერ მიიღეს. ხოლო Ray-Ban -მა 3 მილიარდით იზარალა.