ევროპული ავიაკონცენრი Airbus ორ ახალ ამერიკულ საავიაციო კომპანიას 120 თვითმფრინავს მიჰყიდის. საუბარია მოდელებზე А220-300, რომლებიც კონტრაქტის მიხედვით კომპანიებს JetBlue-ს და Moxy-ს მიეწოდება. ახალი თვითმფრინავები 2021 წლისთვის დამზადდება.შეთანხმების საერთო მოცულობამ 11 მილიარდი დოლარი შეადგინა. შეთანხმების მიხედვით, თითოეული კომპანია 60-60 თვითმფრინავს მიიღებს.
ახალი თვითმფრინავების წარმოება კომპანიის კუთვნილ ალაბამას შტატში, ქალაქ მობილში მდებარე ქარხანაში დაიწყება, სადაც მისი საბოლოო აწყობა მოხდება.