"ევროპული საქართველოსა" და "ლელოს" მაჟორიტარობის კანდიდატების განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" არჩევნების გაყალბებისთვის ყველანაირი ხერხი გამოიყენა. მათივე განმარტებით, ყველა საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა როგორც ტექნიკური ხარვეზები, ასევე გაყალბების ფაქტები. რის გამოც, არჩევნები ე.წ "სომხურ კარუსელს" დაემსგავსა. უშუალოდ "ლელოს" მაჟორიტარობის კანდიდატი, მურად მურადოვი 16:00 საათზე თბილისში ოპოზიციური პარტიების მიერ დაგეგმილ აქციას შეურთდება.