"ევროპული საქართველოს" წევრებმა პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომათა დარბაზი დატოვეს. მათ დეპუტატებს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში შემუშავებული საკუთარი ანგარიში უკვე წარუდგინეს. როგორც კომისიის თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ისინი საპარლამენტო უმრავლესობის ანგარიშის მოსმენას აღარ დაესწრებიან.