პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა და წევრებმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
როგორ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, 9 აპრილი უმნიშველოვანეს თარიღად დარჩება. მისი თქმით ტრაგედიის ფონზე 9 აპრილი ასევე არის დღე როდესაც ქართულმა საზოგადოებამ ძალიან მყარად დააფიქსირა თავისი ხალხისთვის და მთელი მსოფლიოსთვის, რომ ქართველი ერი არ შეეგუება საბჭოთა კავშირისა და მისი მემკვიდრის კონტროლის ქვეშ ყოფნას.