უმუშევრობა, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა ,უპერსპექტივობის განცდა . საქართველოს სხვა რეგიოენბის მსგავსად ამ პრობლემებზე ამახვილებენ ყურადღებას ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატთან შეხვედრაზე აჭარაში, შუახევში მცხოვრები ადამიანები. აჭარაში განსაკუთრებით იგრძნობა უცხოეთში არალეგალურად მომუშავე ქართველების პრობლემა. მოსახლეობის დიდი ნაწილი ოჯახებს თურქეტში მუშაობით და იქიდან გამოგზავნილი თანხით არჩენს. სახელმწიფოს მხრიდან ასევე უყურადღებოდ არის დატოვებული მაღალმთიანი აჭარის ტრადიციული კულტურის, თამბაქოს მოყვანის საკითხიც.