ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მხარდამჭერებს სამეგრელოში შეხვდა .წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მოსახლეობა დავით ბაქრაძესთან საუბარში რეგიონის სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე საუბრობს. პრობლემების გადაჭრის გზების გარდა ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა მხარდამჭერებს საარჩევნო პროგრამის პრიორიტები გააცნო. დავით ბაქრაძემ პენსიისა და სოციალური დახმარების გაზრდაზე, უცხოეთში სამუშაოდ წასულთა დახმარებასა და საზღვარგარეთ სტუდენტების სწავლის დაფინანსებაზე ისაუბრა.