„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ზუგდიდის ოლქში, გიგი უგულავა, ზუგდიდში ადგილობრივებს შეხვდა და მათთან ხელშეკრულება დადო. უგუულავას განცხადებით დღეს, როგორც ზუგდიდში, ისე მთლიან საქართველოში, მძიმე სოციალური და ეკონომიკური კრიზისია.
მისი თქმით, ამ ყველაფერს გარდამტეხი ცვლილებები სჭირდება, სწორედ ამიტომ, „ევროპული საქართველო“ დებს ხელშეკრულებას მოქალაქეებთან და იღებს შესრულების ვალდებულებას იმ რეფორმებზე, რომლებიც ქვეყანას გარდამტეხ ცვლილებებს მოუტანს. პარალელურად „ევროპული საქართველო“ ითხოვს, ზუგდიდის მერს გეგა შენგელიას, დროებით შეუჩერდეს უფლებამოსილება.
ვინაიდან ზუგდიდის მერი, ამავდროულად, არის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის ირაკლი ჩიქოვანის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი. პარტიაში აცხადებენ, რომ გეგა შენგელიას აქვს პოლიტიკური მიკერძოება, ამრიგად ვერ ხდება კანონის აღსრულება.