“ევროპული საქართველოს” ლიდერებმა, აკაკი ბობოხიძემ, გიგა ბოკერიამ და გიგი წერეთელმა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის პარტიული სიის ათეული წარადგინეს.
“ევროპულმა საქართველომ” დაამკვიდრა სტანდარტი, რომ სიას ამომრჩეველი ადგენს და არა პარტიის ხელმძღვანელები. ჩვენს გუნდს წარმატებას ვუსურვებ იმ საქმეში, რასაც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხება ჰქვია“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, აკაკი ბობოხიძემ სიის ათეულის წარდგენისას.
მისივე თქმით, 2 ოქტომბერს საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.