რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 12 წლის თავზე, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალულ გმირებს, დღეს პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა მიაგეს პატივი.
პარტიის ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით დღევანდელი დღე დიდი პასუხისმგებლობის გააზრების დღეა, როგორც ბაქრაძე აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა საერთო ენის მონახვა და ერთად დადგომა შეძლონ.
გიგა ბოკერიას თქმით კი „პუტინის რუსეთი“ საქართველოს მტერია და ამდენი წლის შედეგაც აგრძელებს საოკუპაციო ხაზის გადმოწევას, საქართველოს მოქალაქეების გატაცებასა და მკვლელობას.