"ევროპული საქართველოს" ლიდერებმა გლდანის ციხეში 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პირები, მათ შორის ირაკლი ოქრუაშვილი მოინახულეს. როგორც ელენე ხოშტარიამ ციხის დატოვების შემდეგ განაცხადა, პატიმრებთან საუბრისას დარჩა განცდა, რომ ისინი პოლიტიკური მძევლები არიან.
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრები სერგო რატიანმაც მოინახულა. მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს, 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებში საკუთარი დანაშაული გადააბრალოს უბრალო მოქალაქეებს.