ევროსაბჭომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას მხარი დაუჭირა. "ევროპული საქართველოს" ინიციატივა საპარლამენტო ასამბლეაზე პარლამენტის უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ წარადგინა. მისი განცხადებით, "ევროპული საქართველო" გააგრძელებს მუშაობას ამ სიის კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო მხარდაჭერისთვის.