„ევროპული საქართველოს“ წევრების განცხადებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ყველა ა(ა)იპ-ის დირექტორს დაევალა სპეციალური ცხრილის შევსება, სადაც მითითებული უნდა იყოს თანამშრომლის მონაცემები და ის, თუ რომელ მაჟორიტარობის კანდიდატს და რომელ პარტიას აძლევს ხმას. ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრებმა გიორგი კანდელაკმა და მაია კაციტაძემ „ევროპული სქართველოს“ ქუთაისის ოფისში ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.
გიორგი კანდელაკის თქმით, საჯარო მოხელეთა დიდი ნაწილი „ქართულ ოცნებას“ ხმას მაინც არ მისცემს, მაგრამ „სიაში ფიგურირებენ დამლაგებლებიც კი, რომლებზეც ზეწოლა ასევე ხორციელდება“.
მისივე განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ „გავრილოვის ღამის“ შემდეგ „საზოგადოების პროტესტის თვითმარქვია სტუდენტებით, სინამდვილეში კი ზონდერებით დისკრედიტაციის მცდელობების ერთ-ერთი თვალსაჩინო სახე, ბუთა კობახიძე, მაშინაც და ახლაც ამბროლაურის ერთ-ერთ ა(ა)იპ-ს (საფეხბურთო კლუბ „რაჭას“) ხელმძღვანელობს.