„ევროპული საქართველო“ მე-10 მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. ამის შესახებ განცხადება პარტიის ლიდერებმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთეს. დავით ბაქრაძის თქმით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, სრული სიმძლავრით მუშაობდა ორკესტრირებული გაყალბების სისტემის მანქანა და არჩევნების გაყალბებაში ჩართული იყო პარტიული, სახელმწიფო და კრიმინალური სტრუქტურები.
"ევროპული საქართველოს" თქმით, არჩევნები, სადაც ამომრჩევლის მოსყიდვა და ასეულობით გადაკეთებული ოქმი იყო, ვერ ჩაითვლება სამართლიანად. "ევროპული საქართველო არ აღიარებს არჩევნების ლეგიტიმურობას და უარს ამბობენ მეორე ტურში მონაწილეობაზე.
გიგი უგულავას თქმით, გაყალბებულ პარლამენტში შესვლა ნიშნავს პირდაპირ "ქართულ ოცნეაში" შესვლას. მისი თქმით, პარტია სრულ ბოიკოტს უცხადებს მეათე მოწვევის პარლამეტს და ითხოვს რიგგარეშე, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას.
შეგახსენებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში “ევროპულმა საქართველომ“ ხმების 3.78%-ი მიიღო. ჯამში პარტიამ ახალი მოწვევის პარლამენტში 5 მანდატი მოიპოვა. „ევროპული საქართველო“ არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებს და ვადამდელ არჩევნებს ითხოვს.