“ევროპული საქართველოს“ და “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერებმა სამოქალაქო აქტივისტებს გიორგი რურუას შეწყალებისთვის შეგროვებული ხელმოწერები გადასცეს.“ევროპული საქართველოს” ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ელენე ხოშტარიას განცხადებით, “ევროპული საქართველო” მხარს უჭერს სამოქალაქო აქტვისტების ამ ინიციატივას.
“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით კი, საქართველოში უნდა დამთავრდეს პოლიტიკური დევნა და პოლიტიკური ანგარიშსწორება.