„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას შეფასებით, „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში საკუთარი კანდიდატურა დააყენა. ბოკერიას განცხადებით, „ევროპული საქართველო“ მხარს ზურაბ ჯაფარიძეს დაუჭერს. დეპუტატი იმედს გამოთქვამს, რომ კვირის ბოლომდე კონსულტაციები სხვა პარტიებთან, რომლებიც ამ შეთანხმების მონაწილენი არიან, დასრულდება, ასევე, ზურაბ ჯაფარიძის საყოველთაო მხარდაჭერით. შეგახსენებთ, პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაცია ზურაბ ჯაფარიძემ საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე ავრცელებს.