პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ევროპული საქართველო“ სხვა პარტიებისთვის საკუთარი დღის წესრიგის თავზე მოხვევას ცდილობს. საუბარია „ევროპული საქართველოს“ იმ მოწოდებაზე, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ქართულ ოცნებასთან სახელისუფლებო კოალიციაში შესვლაზე უარი უკვე დააფიქსირონ. თალაკვაძის განცხადებით, თუ რა მოხდება საპარლამენტო არჩევნებზე, ეს ამომრჩევლის გადასაწყვეტია, წინასწარ დღის წესრიგის დაგეგმვა კი უადგილოა.