"ევროპული საქართველო თავისუფალი-დემოკრატების" მაჟორიტარი კანდიდატი შალვა შავგულიძე მთაწმინდაზე ზუბალაშვილების ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა. ქალაქის ამ ისტორიულ ნაწილში მთაწმინდელებსაც თბილისის სხვა რაიონების მსგავსად მძიმე სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გარდა ინფრასტრუქტურული პრობლემებიც აწუხებთ.
ზუბალაშვილის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა შალვა შავგულიძესთან ავარიული სახლების პრობლემაზე საუბრობს, სადაც ისტორიული ძეგლის სტატუსის მქონე შენობები ჩამონგრევის ზღვარზეა.