ბლოკი "ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" მაჟორიტარი კანდიდატი მთაწმინდაზე ამომრჩევლებთან შეხვედრას განაგრძობს. ამჯერად შალვა შავგულიძე რჩეულიშვილის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. მთაწმინდის მაჟორიტარი კანდიდატი მოსახლეობას ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე და მძიმე სოციალურ ფონზე ესაუბრა.
შავგულიძის განცხადებით "ქართულმა ოცნებამ" ხალხს არც ერთი დანაპირები არ შეუსრულა და მოსახლეობასთან შეხვედრები უკვე კარგად აჩვენებს განწყობას რომ ცვლილებების დრო მოვიდა.