“ევროპული საქართველო” სკოლის დირექტორების გათავისუფლებასთან დაკავშირებით მორატორიუმის გამოცხადებას მოითხოვს. შესაბამისი განცხადება პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
როგორც კაპანაძემ აღნიშნა, ხელისუფლება იმ დირექტორებთან, რომლებსაც სახელშეკრულებო ვადა ამოეწურათ, პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტს იყენებს. კაპანაძის ინფორმაციით მხოლოდ დედაქალაქის 110 დირექტორიდან 40-ს არ განუახლდა ვადა. ევროპულ საქართველოში მიიჩნევენმ, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.