დავით ბაქრაძის განცხადებით, ევროპული საქართველო პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის მისვლას და მისგან საჯაროდ პასუხის გაცემას იმ უმძიმეს ბრალდებებზე მოითხოვს, რომელიც დღეს გახარიას მისამართით მოისმინეს. ბაქრაძის თქმით, ასევე შესასწავლია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის და მისი მოადგილის საქმე, მარეგულირებლის, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის და სხვა უწყებების როლი "თიბისი" ბანკის და მისი დამფუძნებლების წინააღმდე. ნაც მოძრაობა კი გახარიას მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას და მისი თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვს. რომან გოცირიძის განცხადებით, მამუკა ხაზარაძე და „თიბისი“ ბანკის აქციონერები პირდაპირ საუბრობენ შსს-ს მხრიდან შანტაჟის ფაქტებზე