"ევროპული საქართველო" შს და ეკონომიკის მინისტრებს გუშინ პანკისში განვითარებულ მოვლენებთან და იქ ჰესის მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტში იბარებს. როგორც გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, გიორგი გახარიასა და ნათია თურნავას დაბარება იურიდიულ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოხდება. ბოკერიას თქმით, ყველაზე ცუდი ის არის, რომ ასეთ სარისკო რეგიონში მოსახლეობას საფუძვლიანი განცდა აქვს, რომ ხელისუფლება არის სუსტი და უსამართლო.