"ევროპული საქართველო" სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის ფორმატის ცვლილებას ითხოვს. როგორც პარტიის წევრი ოთარ კახიძე ამბობს თუ ფორმატი არ შეიცვლება, პარტია შეხვედრებს გამოეთიშება. მისივე თქმით, შეხვედრაზე მან დააყენა კონკრეტული წინადადებები რაც არ გაიზიარეს და თუ შემდეგ შეხვედრაზეც მსგავსად მოხდება პარტია უკვე საპარლამენტო ფორმატებში გააგრძელებს საკუთარი ინიციატივების ლობირებას. რაც შეეხება "ევროპული საქართველოს" წინადადებებს, როგორც კახიძემ აღნიშნა, მომზადებულია ცვლილებათა პაკეტი, სადაც აღნიშნულია კრიტერიუმების შემუშავების და პროცედურების გაწერის შესახებ.