ფრაქცია "ევროპული საქართველო" საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის სავალდებულო მიწვევას მოითხოვს. როგორც ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, მინისტრმა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე რამდენიმე პრობლემურ საკითხზე კითხვებს უნდა უპასუხოს. მათ შორის კითხვები შეეხება: ლარის გაუფასურების ტენდენციას; სახელმწიფო ვალის ზრდას; უცხოური ინვესტიციების მკვეთ ვარდნას; მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების ჩავარდნა-ჩამორჩენის გავლენას ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე კი პოლიტიკურ სპეკულაციად აფასებს "ევროპული საქართველოს" მოთხოვნას.
როგორც მდინარაძემ განაცხადა, ივანე მაჭავარიანს "მინისტრის საათის" ფორმატში პარლამენტში ისედაც უწევს მისვლა, შესაბამისად ეს მოთხოვნა გაუმართლებელია.