"ევროპული საქართველო" საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ კანონპროექტს მხარს დაუჭერს. აღნიშნულის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა მედიას განუცხადა. მისი განმარტებით, ეს "ქართული ოცნებისთვის" დამატებითი წნეხი იქნება, არ გააკეთონ რამე მანევრი, რაც შეუძლებელს გახდის საკონსტიტუციო ცვლილებას. ჭიაბერაშვილის თქმით, საარჩევნო სისტემის გადასვლა მაჟორიტარულიდან პროპორციულ სისტემაზე წინ გადადგმული ნაბიჯია.
შეგახსენებთ მიმდინარე სასესიო კვირას პარლამენტი საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებულ კანონპროექტებს განიხილავს.