პარტია "ევროპული საქართველოს" წევრი ირმა ნადირაშვილი საქართველოს გენერალურ პროკურატურას განცხადებით მიმართავს.
ირმა ნადირაშვილი საგამოძიებო უწყებისგან ითხოვს, "მოახდინოს კანონით დადგენილი რეაგირება დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე", რომელიც საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ მსჯავრდებულების შეწყალებას უკავშირდება.
ირმა ნადირაშვილი აღნისნავს, რომ წყაროსგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობისას თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება ამა თუ იმ პირის შეწყალებას, დაინტერესებული ადამიანები უკავშირდებიან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, დიმიტრი გაბუნიას და მასთან გადიან ფინანსურ საკითხებს, თუ რა ფასად შეიძლება ესა თუ ის პირი იყოს შეწყალებული.