"ევროპული საქართველო" პრეზიდენტის მიერ პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის შეწყალებას აპროტესტებს.
პარტიის ლიდერების თქმით, საქართველოს ჰყავს სრულიად სამარცხნნო და თავის მომჭრელი პრეზიდენტი. ამასთან, გიორგი კანდელაკის განცხადებით მსგავსი გადაწყვეტილება, პოლიციელის მკვლელობის წახალისებას უწყობს ხელს.
ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ნადირაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის არის ქურდების პრეზიდენტი, იმიტომ, რომ მის მიერ შეწყალებული პირი ლავასოღლის, ე.წ. ავტორიტეტის გუნდის წევრია.
შეგახსნეებთ, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა, საიდანაც 1 არასრულწლოვანი და 8 ქალია. არსებული ინფორმაციით, შეწყალებულთა შორისაა პოლიციელის თარაშ მუკბანიანი მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძე, რომელსაც 2015 წელის 18 სექტემბერს 12 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. რამაზ დევიძე პატიმორბაში 4 წელი იმყოფებოდა.