„ევროპული საქართველოს" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ე.წ. ვალდებულებათა ბარათის გარდა, ისინი ორ პოლიტიკურ ვალდებულებასაც იღებენ, რომ არ ითანამშრომლებენ „ქართულ ოცნებასთან" და პრემიერ-მინისტრის პოსტზე მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერენ.სერგი კაპანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე სხვა პოლიტიკურ ძალებსაც ანალოგიური ვალდებულებების აღებისკენ მოუწოდა.
პარტიის ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით კი ივანიშვილს, ისე სააკაშვილს, სურთ ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა, სადაც ყველა იზიარებს ერთი პარტიის აზრს. შესაბამისად, ბაქრაძე, როგორც "ქართულ ოცნებასთან", ასევე "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობას გამორიცხავს.