"თავისუფალი დემოკრატებისა" და "ევროპული საქართველოს" საარჩევნო ბლოკის მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატის შალვა შავგულიძის ინიციატივით, "ევროპული საქართველო" პარლამენტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი არამოსამართლე წევრის - შოთა ქადაგიძის, ლევან გზირიშვილისა და ზაზა ხარებავასთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიმართავს.
ინიციატორთა განცხადებით, აღნიშნულმა პირებმა 2018 წლის დასასრულს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებთან ერთად, საქართველოს პარლამენტს თვითნებურად წარუდგინეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 10 ადამიანისგან შემდგარი სია, ყოველგვარი კანონიერი პროცედურისა და განსაზღვრული კრიტერიუმების გარეშე.