ფრაქცია "ევროპული საქართველო" პარლამენტის პლენარულ სხდომაში, სადაც მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი გადის, მონაწილეობას არ მიიღებს. პარტიის წევრების განცხადებით, „ევროპულმა საქართველომ“ საზოგადოებას გიორგი გახარიას რეალური სახე აჩვენა. მათი შეფასებით, პლენარულ სხდომაზე, სადაც „ქართული ოცნება“ აპირებს მორიგი მასკარადი და თეატრალიზებული წარმოდგენა დადგას, დასწრების აზრს ვერ ხედავს.