"ევროპული საქართველო" საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელების დაუსჯელობის გამო ხელისუფლებას აკტირიკებს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ხელისუფლება არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას გარდაცვალების შემდეგ, შესაძლო რისკების შესამცირებლად არაფერს აკეთებს.
თავის მხრივ სერგი კაპანაძე ამბობს, რომ "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია" უმრავლესობამ საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად მიიღო და არა იმიტომ, რომ უნდოდათ ეს ეფექტური ინსტრუმენტი ყოფილიყო.
"ევროპული საქართველოს" ლიდერები მიიჩნევენ, რომ არსებობს უტყუარი მტკიცებულებები კონკრეტული ადამიანების მიერ დანაშაულის ჩადენაზე, თუმცა მათი სახელები და გვარები "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში" ამ დრომდე არ მოხვედრილა.