"ევროპული საქართველო" და "თავისუფალი დემოკრატები" პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებენ, ხმამაღლა განაცხადონ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ "ბიძინა ივანიშვილს მთავრობას არ შეუქმნიან". შესაბამისი განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე გიგი უგულავამ, გიგა ბოკერიამ და სანდრო ბარამიძემ გააკეთეს.
"ევროპული საქართველო" ოპოზიციონერ კოლეგებს კონსულტაციებისკენ მოუწოდებს და საჭიროების შემტხვევაში აღნიშნულ საკითხზე მემორანდუმის მომზადებასაც არ გამორიცხავს.