"ევროპული საქართველო" ხულოში შუალედურ არჩევნებზე "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატს უჭერს მხარს. როგორც "ევროპულ საქართველოში" აცხადებენ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა რეგიონში ჩავიდა და ხულოს მერობის კანდიდატ ირაკლი ჯორბენაძესთან ერთად მოსახლეობას შეხვდა.
გიგი უგულავას განცხადებით კი საზოგადოებამ შუალედური არჩევნების გაყალბების საშუალება არავის უნდა მისცეს, რადგან "არჩევნები განვითარების ერთადერთი საფუძველია".