"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ოპოზიციას მიაჩნია, რომ მოლაპარაკებებში პროგრესი შესაძლებელია, ოღონდ ამისთვის ივანიშვილმა ჯერ პოლიტიკური დევნის პრობლემა უნდა მოაგვაროს. როგორც კაპანაძე აღნიშნავს, ეს ეხება როგორც დაპატიმრებულ ადამიანებს, ასევე მიმდინარე საქმეებს.
რაც შეეხება საარჩევნო სისტემის საკითხს, კაპანაძის თქმით, ოპოზიციას გეგმა "ბ"-ც აქვს. მისივე თქმით, ოპოზიციის დამოკიდებულება საარჩევნო რეფორმის მიმართ რჩება ზუსტად იგივე, რაც აქამდე იყო და პოზიციაში არაფერი შეცვლილა. "ევროპულ საქართველოში" მიიჩნევენ რომ ვადა მოლაპარაკებისთვის ჯერ კიდევ არსებობს.