"ევროპული საქართველო" ინიციატივით გამოდის, რომ იუნკერ შალვა ერისთავს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭოს. ინიციატივა პარტიის ლიდერებმა პირველი რესპუბლიკის სახელობის ბაღში გააჟღერეს, სადაც მათ ბანერი მიიტანეს, რომელზეც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების რეპრესირებული და დახვრეტილი დეპუტატების ფოტოებია გამოსახული.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, იუნკერი შალვა ერისთავი ეროვნული გმირის სტატუსს იმსახურებს.