"ევროპული საქართველო" ეხმაურება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ „რადიკალური ოპოზიცია შეიარაღებული ამბოხების სცენარს განიხილავს“.
პარტიის ლიდერების აზრით, ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ორშაბათიდან ქვეყნის ჩაკეტვას აპირებენ და ყურადღების და აქცენტის გადატანა სხვა თემაზე სურთ. „ევროპული საქართველო“ "ოცნებას" ურჩევს, მარცხს მშვიდად, ზედმეტი გართულებების გარეშე შეეგუოს.