"ევროპული საქართველო" პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს პარლამენტში იბარებს. როგორც "ევროპული საქართველოს" ლიდერებმა პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს, პრემიერ-მინისტრთან ერთად, უმცირესობასთან შეხვედრის ფორმატში უნდა წარსდგნენ ასევე ფინანსთა მინისტრი, სოფლის მეურნეობის მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი.
"ევროპული საქართველოს" ლიდერები პრემიერისგან და მინისტრთა კაბინეტის წევრებისგან პასუხებს ითხოვენ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობისა და უსაფრთხოების მიმართულებით არსებული გამოწვევების შესახებ.პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი კახა კალაძე არაერთხელ იყო მიწვეული პარლამენტში, თუმცა მან მწვავე კითხვებზე პასუხების გაცემას თავი აარიდა.