"ევროპული საქართველო" დღეს სპორტის სასახლეში პირველ დამფუძნებელ ყრილობას გამართავს. პარტიის 500-მდე ხმოსანი დელეგატი პოლიტსაბჭოს პარტიის თავმჯდომარეს და გენერალურ მდივანს აირჩევს. ყრილობაზე თბილისის დელეგატები თბილისის მერობის კანდიდატს დაამტკიცებენ, რომელიც კარდაკარის გამოკითხვის შედეგების მიხედვით აირჩიეს.ყრილობა სპორტის სასახლეში 15:00 საათზე დაიწყება.