"ევროპული საქართველო" დაგროვებითი პენსიის შეჩერებას ითხოვს" - პარტიის განცხადება საზოგადოებას "ევროპული საქართველოს" ლიდერებმა, სერგი კაპანაძემ, ირმა ნადირაშვილმა და ზურაბ ჭიაბერაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააცნეს.მათი განმარტებით, პარტია პარლამენტში შედის ინიციატივით, რომ "ევროპული საქართველოს" ალტერნატიული მოდელის განხილვამდე შეჩერდეს ნაჩქარევად მიღებული დაგროვებითი პენსიის მიღება."ევროპული საქართველოს" მოდელის მიხედვით: ყოველ მოქალაქეს რჩება არჩევანი, ნაბაყოფლობით ჩაერთოს დაგროვებით საპენსიო სქემაში, ეს მოდელი ერთნაირად და თანაბრად ხელმისაწვდომია ყველა ასაკის ადამიანისთვის, დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეს აძლევს არჩევანს, თავად განსაზღვროს დასაგროვებელი თანხის ყოველთვიური ოდენობა.