“ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გაერთიანებას გეგმავენ. როგორც ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა, გრძელვადიანი თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებები ორ პარტიას შორის დასრულებულია.მისივე განმარტებით, „ევროპული საქართველოსთვის“ „თავისუფალი დემოკრატები“ ღირებულებით ყველაზე ახლოდ მდგომი პარტიაა.„არც დაგიმალავთ, ჩვენს გრძელვადიან თანამშრომლობაზე მოლაპარაკებები, პრაქტიკულად, დავასრულეთ. საზოგადოების წინაშე სულ მალე წარვსდებით“, - განაცხადა უგულავამ.