"ევროპული საქართველო" და "თავისუფალი დემოკრატები" მთაწმინდის მაჟორიტარულ არჩევნებში ერთობლივ კანდიდატს წარადგენენ და ის, სავარაუდოდ, შალვა შავგულიძე იქნება. ამის შესახებ "პალიტრანიუსისთვის" საპარლამენტო კულუარებიდან გახდა ცნობილი. "ევროპული საქართველოსა" და "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერები ამ საკითხზე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა უკვე დააანონსეს ერთობლივი პრესკონფერენცია, რომელზეც მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატის ვინაობას დაასახელებენ. "ევროპული საქართველო" და "თავისუფალი დემოკრატები" თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ისინი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავენ.