"ევროპული საქართველოს" ორგანიზებით თბილისსა და რეგიონებში ავტომობილებით აქცია - "დაუპიპინე ბიძინას" გაიმართება.
აქცია თბილისში საკრებულოს შენობასთან დაიწყება, რის შემდეგაც აქციის მონაწილეები "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან გადაინაცვლებენ.
დედაქალაქში შემაჯამებელი აქცია 20:00 საათზე ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან ჩატარდება.
დაგეგმილია მსგავსი ტიპის აქციები ბათუმში, შეკვეთილში, ფოთში, ქუთაისში, ზუგდიდსა და გურჯაანშიც, რის შემდეგაც ავტომობილების კოლონები თბილისისკენ გამოემართებიან.